среда, 28 апреля 2010 г.

სასწავლი პროექტის გეგმა

პროექტის სახელი

cocxali bunebis saocrebani


პროექტის მოკლე აღწერა ერთიორი წინადადებით

მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ცოცხალი ორგანიზმების შესახებ, გაეცნობიან მათი ქცევის თავისებურებებს, რის შედეგადაც გააცნობიერებენ მათ უნიკალურობას, შეადარებენ სხვადასხვა ინდივიდებს ერთმანეთს, გაავლებენ პარალელებს, გამოკვეთენ განსხვავებებს.


პროქტის სრული აღწერა

პროექტს ვახორციელებ რვა პარალელურ კლასში. თითოეულ კლასს ვყოფ ჯგუფებად, თითოეულს 5 მოსწავლით. ჯგუფები ირჩევენ მათთვის საინტერესო ცოცხალ ორგანიზმს. ინტერნეტ საიტების, ენციკლოპედიების და სხვა შემეცნებითი ლიტერატურის დახმარებით აგროვებენ ტექსტურ, ფოტო და ვიდეომასალას არჩეული ინდივიდის აგებულების, გავრცელების არეალის, ქცევის თავისებურებების შესახებ. შემდგომში ამზადებენ პრეზენტაციებს მოძიებული ფოტო და ტექსტური მასალისა და საკუთარი ჩანახატების საშუალებით. აწყობენ საკუთარი ნაშრომების გამოფენას სკოლაში. მოსწავლეები წარსდგებიან კლასის წინაშე დამუშავებული თემით: აცნობენ თანაკლასელებს მათ მიერ შერჩეული ორგანიზმის შესახებ საინტერესო ინფორმაციას, უჩვენებენ,როგორც საკუთარ ნახატებს ასევე ფოტომასალას. ყველა თემის მოსმენის შემდეგ კლასში იმართება დისკუსია საუკეთესო ნამუშევრის გამორჩევის მიზნით. ბოლოს იმავე მიზნით კლასებს შორის ტარდება კონკურსი.

მონაწილეთა ასაკი
V კლასი /1o-11 წელი


ვადები/ხანგრძლივობა
ერთი თვე


პროექტის შესაძლო აქტიობები კლასში

საჭირო ტექსტური, ფოტო და ვიდეომასალის მოძიება ინტერნეტში და დამხმარე სახელმძღვანელოებში. ნახატების შესრულება. პრეზენტაციების გაკეთება. შესრულებული ნამუშევრების გამოფენის მოწყობა.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას

პრეზენტაციების გაკეთება. ფოტოალბომის შექმნა. გამოფენის მოწყობა. პროექტი გამოუმუშავებს მოსწავლეებს კვლევა–ძიების სურვილს.


სარგებელი სხვებისთვის

მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის აგებულების, ქცევისა და გავრცელების თავისებურებებს. უჩნდებათ სურვილი მოიპოვონ მეტი მასალა ამა თუ იმ ინდივიდზე.


სამუშაო ენა
ქართული


მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ გვყავს


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს შეხება აქვთ რუსულ და ინგლისურენოვან ინტერნეტ საიტებთან, აქედან ქამომდინარე მათ უღრმავდებათ ცოდნა ამ ენებში.

მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის მიმართ. უვითარდებათ თანამშრომლობის სურვილი

მოსწავლეები ეცნობიან ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას

ბუნ.V.3 განასხვავებს ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი), მსჯელობს ადამიანის კვების თავისებურებაზე.

პროექტის ფასილიტატორი
ირინა პატარიძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა
irpataridze@gmail.com

პროექტის ფორუმი
არ გვაქვს

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

http://irpataridze.blogspot.com